დავით მათიკაშვილი: ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის

დავით მათიკაშვილი

ძალიან აღიზიანებთ ამ ძალებს [დიფ სთეითი] ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას, მათი ქმედებების აღსრულებისთვის დიდი წინაღობაა.

„ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი და საკუთარი ხალხის ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამიტომ ეს დიდი წინაღობაა მათი ქმედებების აღსრულებისთვის საქართველოში. მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფლაგმანს ტურიზმს დაარტყა, იმიტომ რომ ამ სფეროდან ქვეყანაში დოვლათი შემოდის და ქვეყნის ეკონომიკა მიდის წინ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა - კოორდინირებულ კამპანიაზე, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.