სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

სტამბოლში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, თექირდაღის სანაპიროსთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის გამო სტამბოლში საჰაერო მოძრაობა 5 წუთით შეჩერდა. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა