როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რეგლამენტის მიხედვით, სესიის ნახევარზე მეტი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
მათიკაშვილის თქმით, გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრებოდნენ და დასკვნაც შესაბამისი იქნება.
ამასთან, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სიას თუ ჩახსნის, სახელმწიფო დაფინანსება მოეხსნება.
„ბუნებრივია, დასკვნა ამ რეალობის ამსახველი იქნება. შემდეგ, პარლამენტის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდი ალბათობით, დასკვნაში არსებული მოცემულობა დაკმაყოფილდება. რაც შეეხება პარტიის შემდეგ 12-ეულს, როცა პარტია სიის ჩახსნაზე უარს არ ამბობს, ცესკო პარტიას მიმართავს მათი პარლამენტში შემოსვლისთვის, რომ ამ საკითხს მწვანე შუქი აუნთონ. ეს საბიუჯეტო დაფინანსების საფუძველია. ეს პარტია სიას თუ ჩახსნის, სახელმწიფო დაფინანსება მოეხსნება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.