რეპერ Puff Diddy-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1728158001
"ხალხის ძალის" წევრის, დავით კაჭარავას განცხადებით, პრეზიდენტმა ვერ გარისკა ვეტოს დადება კანონისთვის "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", რადგან მისთვის ცხადია საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს კანონი საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება და, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
"ჩვენ გვახსოვს ბოლოს, კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი იყო - "იმიტომ", აქედან გამომდინარე, არანაირ მოტივირებულ შენიშვნებს ჩვენ არ ველოდებით. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და ოპოზიცია ორ ცეცხლშუა არიან იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ასრულებენ პირდაპირ დავალებას. ჩვენ ვიცით, ამ დავალებების უკან თუ რა ძალა დგას და რა პოზიცია აქვთ ამ კანონთან მიმართებაში, მაგრამ ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით ცხადია მათთვის და თავი აარიდა ამ ყველაფერს.
ამ შეხვედრებთან დაკავშირებით სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ეს ადამიანი ამ შეხვედრებს გამართავს ქართველი ხალხის სახელით, თუმცა ვისი სახელით საუბრობს, საეჭვოა ეს ამბავი, რადგან ქალბატონ სალომეს ვინც ხმა მისცა იმ დროს, როდესაც ის პრეზიდენტად იყო არჩეული, დღეს თითოეული მათგანი წინააღმდეგ მოქმედებს თვითონ. აქედან გამომდინარე, მისთვის ნამდვილად სირთულეს წარმოადგენს ეს კანონი.
ამ კანონთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ის ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, იცავს ჩვენს ტრადიციებს, არასრულწლოვან ქართველ ბავშვებს. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს დავით კაჭარავა.