კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

კიტ კელოგი

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. აღნიშნულ საკითხზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„სწორედ ამიტომ ვბრუნდებით ამ კვირაში ლონდონში, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. და მე მჯერა, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მონახაზები. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი მათგანი. ასევე, საუბარია ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას - მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში, თანდათანობით ხანგრძლივ მშვიდობაზე გადასვლის შესაძლებლობით, მუდმივ შეთანხმებაზე. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვართ“, - განაცხადა აღნიშნა კელოგმა.