ტრაგედია ბათუმში - თხრილში ორი მცირეწლოვანი ჩავარდა და დაიღუპა
1739648019
"დავით ჯუღელი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია. ის, სოფო ჯაფარიძესთან ერთად, რომელიც მისი მეუღლის ახლო მეგობარია, რეგიონების ტურნეში იღებდა მონაწილეობას - ყველაფერი ხელის გულზე დევს და დასკვნის გამოტანა იოლია," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე, დავით ჯუღელზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახლავთ. ჩვენ ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს დაავალა რეგიონებში რაღაც ტურნეს ჩატარება, ბატონი ჯუღელიც იღებდა მონაწილეობას ქალბატონ სოფო ჯაფარიძესთან ერთად ამ ტურნეში. ქალბატონი სოფო ჯაფარიძე, სხვათა შორის, "ფეისბუქზე" შეგვიძლია შევბრძანდეთ და ვნახოთ, თუ როგორი ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს მას ბატონი ჯუღელის მეუღლესთან და ყველაფერი ხელის გულზე დევს. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის დასკვნის გამოტანა ძალიან იოლია," - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, "კაბელების საქმის" ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, წლების წინ მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ მას ათი წლის წინ შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე, სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯუღელი" ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია, რის გამოც მისი განცხადებები მიკერძოებულია.