დავით ჩიხელიძე: ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა-დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლის მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს

დავით ჩიხელიძე

საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელების შეზღუდვა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობით არის გამოწვეული, რასაც „ქართული ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ამიტომ სლოგანი „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ მოწოდებად არ უნდა განვიხილოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს ის ღირებულებითი ცვლილებებიც, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის უკან დგას,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლა არა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი არ არის, მათი მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს.

„დიფ სთეითისთვის“ ლგბტ დღის წესრიგის გავრცელება და კონსერვატიულ საზოგადოებებში მისი ნორმად დამკვიდრება კვლავ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური ძალები ხშირად ისეთ ძალებს და პროცესებს უჭერენ მხარს, რომლებიც ტრადიციულ საზოგადოებებში მიუღებელია.

ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, სადაც პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის მთავრობის პერიოდში მიღებული ანტი-ლგბტ კანონი გააუქმეს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აღნიშნული საკითხი დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.

საქართველოშიც ამ მიზნის მიღწევას ოპოზიციური ძალების გამოყენებით ცდილობენ, ოპოზიციის გვერდით ხშირად დგანან ლგბტ თემის წარმომადგენლები და ღია მხარდამჭერები. ყურადღებას იქცევს ნიკა გვარამიას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ სახედ წარმოჩენა. მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები და ვარაუდები არსებობს, პასუხები არა.

ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები და დაცული იყოს დისკრიმინაციისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჯგუფი პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს ან საზოგადოებას კონკრეტული იდეოლოგია თავს მოახვიონ. თანასწორობა ყველასთვის თანაბარ უფლებებს ნიშნავს და არა რომელიმე ჯგუფის უპირატესობას.

საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გავრცელების შეზღუდვა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობით არის გამოწვეული, რასაც „ქართული ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ამიტომ სლოგანი „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ მოწოდებად არ უნდა განვიხილოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს ის ღირებულებითი ცვლილებებიც, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის უკან დგას.

დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ერთადერთი ძალა, რომელიც ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს და ამ პრინციპს ყოველდღიურ პოლიტიკაში ამკვიდრებს, არის „ქართული ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამიტომ, დასავლეთისთვის ხელისუფლების შეცვლა არა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი არ არის, მათი მიზანი უფრო სიღრმისეულია, რაც მიზნად საქართველოსთვის მიუღებელი დღის წესრიგის დამკვიდრებას ისახავს.”- წერს ჩიხელიძე.

✕