დავით ჩიხელიძე კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა. არასერიოზულია მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს

დავით ჩიხელიძე

ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო /ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, შესაბამისად არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს. „ევრობიუროკრატებმა მორიგ ჯერზე გვაჩვენეს საკუთარი ორმაგი სტანდარტი და მიკერძოებულობა. კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანონები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღოს. რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებები გახსოვთ? როცა ევროპარლამენტარებმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ ოდირის პოზიტიური დასკვნა არაფრად ჩააგდეს, რასაც ჩვენი ევროკრეტინებიც აჰყვნენ, რომ ეუთო/ოდირი წარმავალი ორგანიზაციაა, რომლის დასკვნა არ შეიძლება სერიოზულად მივიჩნიოთ. არასერიოზულია, ევრობიუროკრატების მოწოდება, ვენდოთ იმ ორგანიზაციას, რომლის დასკვნას თვითონ ევროკავშირი არ აღიარებს! დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია ხალხმა მიანიჭა! ქართველი ხალხის არჩევანი შემოწმებას და ბრიუსელიდან დამოწმებას არ ექვემდებარება! მოვიდა დრო, ევროკავშირმა სიჯიუტე შეწყვიტოს და ქართველი ხალხის არჩევანი აღიაროს!“ - წერს დავით ჩიხელიძე.