„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დავით ბაქრაძის განცხადების შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პატრონებთან ერთად საქართველოს ევროინტეგრაციას 2013 წლიდან დღემდე ებრძვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები 2014-2015 წლებში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს სავაჭრო საგნად იყენებდნენ და ეს მაშინაც დადასტურდა, როცა ტარიელ ლონდარიძემ და გიორგი კანდელაკმა ვიზალიბერალიზაციას მხარი არ დაუჭირეს.
„დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს. ეს ხალხი ცდილობს, ხელში მძევლად ის სიკეთე ჩაიგდოს, რაც ხელშესახებია ქართული საზოგადოებისთვის. მათი მიზანია, ქართულ ხელისუფლებას ევაჭრონ, თუ მეორე ფრონტს არ გახსნიან, კაცებს არ დააქორწინებს და ტრადიციებს არ უარყოფს, მაშინ საქართველოს ამ სიკეთეს წავართმევო. ეს პირდაპირი პოლიტიკური ყაჩაღობა და მძევლობაა. ეს ხალხი ცდილობს არა იმას, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ პაექრობაში იყოს, არამედ საქართველოს მოწინააღდეგეს და მტერს ეკვრება, რათა ქართული საზოგადოება დააზიანოს. ეს არ გამოვა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ აქამდე მიღებული ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რომელიც სამართლებრივ არგუმენტებს არ ემყარებოდა. რა შუაშია უვიზო მიმოსვლა, როცა საუბარია მეორე ფრონტის გახსნაზე, „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის გაუქმება-არგაუქმებაზე და ა.შ. ეს შემხებლობაში არ არის, რადგან ვიზალიბერალიზაციის წესები დარღვეული არ არის და საქართველო იმ წესებს ასრულებს, რაც საფუძველი იყო, რის გამოც უვიზო მიმოსვლა მოგვცეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.