სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და ყურადღებას გაამახვილებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა განსაკუთრებით გაეროს პრინციპებთან მიმართებაში, - განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.
„საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ასვე მიწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც ტრადიციულად განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების ვითარება, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნდობის აღდგენის კუთხით.
კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი გამართავენ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან, მიიღებენ მონაწილეობას და მიმართავენ სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, დამსწრე საზოგადოებას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში შეხვედრებს იწყებს.