„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთს მკაცრს სანქციებს დაუწესებენ. უკრაინელი ხალხისთვის კი დახმარებას უზრუნველყოფენ. თეთრი სახლი ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს.
„პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა და ახლახან დავასრულეთ საუბარი. დავგმე გაუმართლებელი თავდასხმა რუსეთის ძალების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენმა ზელენსკისთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას, მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს მკაფიოდ ისაუბრონ პუტინის აგრესიის შესახებ და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგნენ.
ბაიდენი რამდენიმე საათში დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება.