„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1759306252
"დასავლეთში როდესაც იღებენ გარკვეულ კანონებს, ეს არ არის მიმართული კონკრეტული თავისუფალი და თუნდაც კრიტიკული აზრის მქონე ორგანიზაციების წინააღმდეგ; არ ისახავს მიზნად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების ლიკვიდირებას და განადგურებას", - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის ამოქმედებას.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა სწორედ ამისკენ არის მიმართული.
"დასავლეთში როდესაც იღებენ გარკვეულ კანონებს, ეს არ არის მიმართული კონკრეტული თავისუფალი და თუნდაც კრიტიკული აზრის მქონე ორგანიზაციების წინააღმდეგ; არ ისახავს მიზნად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების ლიკვიდირებას და განადგურებას. რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ის არის შემუშავებული მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ და მათ შორის, მიზნად ისახავს, ყველა კრიტიკული ორგანიზაციის განადგურებას", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.