დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში, ის რაოდენობა, რაც დღეს ქუჩაშია გასული, 10 000-ის ფარგლებში, დაიწყებს კლებას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფასებს. ის დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში აქციის მონაწილეთა რიცხვი შემცირდება და ბოლოს, დემონსტრაციებზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი დარჩება.

"დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ის რაოდენობა, რაც დღეს არის ქუჩაში გასული, დაახლოებით, 10 000-ის ფარგლებში, დაიწყებს კლებას და ბოლოს დარჩება ისევ ის 2 000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ აქტივი არის "ნაციონალური მოძრაობის" და ისევ ისე უგზო-უკვლოდ ივლიან ქუჩებში, როგორც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით 10 დღის წინ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.