დარწმუნებულები ვართ, რომ სრული უმრავლესობით, ძალიან დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ - შალვა პერანიძე

შალვა პერანიძე

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სრული უმრავლესობით, როგორც მაჟორიტარული ოლქების, ისე პროპორციული სიით, ძალიან დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში - 64-ვე მუნიციპალიტეტში," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა პერანიძემ "კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა.

"გავაგრძელებთ დაწყებული საქმეების კეთებას - ზოგი დასრულებულია, ზოგი მიმდინარეობს, ზოგი - მომავალშია დაგეგმილი და უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ქალაქს," - განაცხადა შალვა პერანიძემ.