კანის კიბოს 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1729544903
"კარგია, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს - ცხადია, რომ რეჟიმს უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, მაგრამ კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ რეაგირების გარეშე ვტოვებთ იმას, რასაც 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, ფაქტობრივად, იგივე ძალები?" - ეს განცხადება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ვატო შაქარიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე შეფასებით, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციიდან, 2012 წლის შემდეგ აკეთებს, სიმძიმით არანაკლები დანაშაულია.
"კარგია, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს - ცხადია, რომ რეჟიმს უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, მაგრამ კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ რეაგირების გარეშე ვტოვებთ იმას, რასაც 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, ფაქტობრივად, იგივე ძალები? დანაშაულები, რომელიც ოპოზიციიდან აქვთ ჩადენილი, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, რადგან ეს არ არის სიმძიმით ნაკლები დანაშაულები, გამომდინარე იქიდან, რომ რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მძიმე დანაშაული, რომ უცხო ქვეყნებისა და ძალების ინტერესებისთვის საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიდე და ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდე," - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით, მე-11 მოწვევის პარლამენტი 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის. სახელისუფლებო გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. კომისია 6 თვე იმუშავებს, საბოლოო დასკვნას კი სექტემბერში დაამტკიცებს. ამის შემდეგ, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.