„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“ - მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება
1746102252
მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლითაც მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ, ექიმმა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს.
„ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რაც იმავდროულად შედეგად მოიტანს, რომ ადრეულ სტადიაზე მოხდება დაავადებების გამოვლენა, დაკვალიანება კონკრეტული პაციენტებისა და მათი მკურნალობის. ასევე, წარმატებული საქმიანობის გაზომვადი ინდიკატორებით შეფასების შემდეგ, კონკრეტულ დაწესებულებებს შეიძლება, უჩნდებოდეს უფრო მაღალი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, ამასაც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად უყურებს სექტორი. პირველ ეტაპზე პროგრამა განხორციელდება პილოტურ რეჟიმში. შერჩეული გვყავს ექვსი კონკრეტული დაწესებულება, რომელიც მოემსახურება პილოტურ რეჟიმში ამ ახალ პროგრამას. სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისიდან, ამოქმედებადი იქნება ყველა დაწესებულებასთან მიმართებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გათვალისწინებულია, როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებსა და ხარისხს.
„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება დანერგილი ეს ყველაფერი, მათ შორის გათვალისწინებულია 2028 წლიდან სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვა ამ პროგრამაში. ეს გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით, 160 მილიონიანი შეღავათი მისცეს ჯანდაცვის სექტორს. ჩნდება შესაძლებლობამ, რომ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება ან მისი გართულებული ფორმები იქნეს თავიდან არიდებული, რაც პირდაპირპროპორციულად შეკვეცავს დანახარჯებს, რომელიც ჯანდაცვაზე ხორციელდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.