დაატარებენ შილაფლავივით ამ უზნეობის სიმბოლოს - თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე

ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერის, გუბაზ სანიკიძის შესახებ წერს, რომ „ოპოზიციური არხები „ფსევდომესიის“ დაუფასებლობის გამო, ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს ალანძღინებენ“.

„გუბაზი გულს გვფხანსო! ამიტომ დაატარებენ შილაფლავივით ოპო არხები და ფსევდომესიის „დაუფასებლობის“ გამო ალანძღინებენ ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს.ფხანა ქეცმა იცის [თქვე ქეციანებო].ნუ იქეციანებთ თავებს და აღარც გუბაზის ფხანა დაგჭირდებათ“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.