მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს, კი ბატონო, დააწესონ სანქციები, ვიხალისოთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება“.
„მერამდენედ შეიძლება ავხსნათ, რომ ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს. რატომ არ ჩამსვეს უკრაინის სანქციებში? დიდი სიამოვნებით მეოცე ვიქნებოდი. კი ბატონო, სანქციები დააწესონ, ვიხალისოთ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პირადი სანქციები არ მოქმედებს. ერთია, როცა ქვეყანაში შინაური მტერი გყავს და „დანოსებს“ აგზავნის, რათა საქართველო დააზიანოს, მაგრამ მეორეა ის, რომ ხალხი ხვდება, რადიკალურ ოპოზიციას როგორ აქვს ტვინი მოწყობილი – თავიანთი მიზნებისთვის იბრძვიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.