1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ყველამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის მაგალითად მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა- გუშინ შესაბამისი ტრანსფარანტებიც იყო აქციაზე, სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები, - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „სირცხვილიას“, „დროას“ და მათი მსგავსი არასამთავრობოების დაფინანსება, ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას, ხოლო სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა.
„პოლარიზაციას ხელს უწყობს „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება კეზერაშვილთან ერთად. კონკრეტული ორგანიზაციები არიან, რომლებიც აგინებენ ეკლესიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე ყურადღების გამახვილება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღვკვეთოთ ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდა და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი რიტორიკის მქონე ორგანიზაციები, ბოროტად იყენებენ უცხოელი გადასახადის გადამხდელების თანხებს, მათ მიმართ კი განწყობის შეცვლა შეუძლებელია.
„როგორ შეიძლება შევიცვალოთ განწყობა „პივიტი“-ს გამყალბებლის მიმართ, ან ეკლესიის მაგინებლის მიმართ. როგორ შეიძლება ჩვენ შევიცვალოთ განწყობა? - ეს არის შეუძლებელი, ეს არის გამორიცხული. სამწუხაროა ის, რომ ამისთვის ისინი ბოროტად იყენებენ უცხოელების გადასახადის გადამხდელების თანხებს. ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა თანხებიც იხარჯება ამ ყველაფერზე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.