„რომ არა ისინი, ყველანი დავიღუპებოდით...“ - გადარჩენილი მგზავრი ავიაკატასტროფის დეტალებს იხსენებს
1735132964
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა შემოტანილი, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„აუდიტის დასკვნა არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც პასუხს გასცემს ყველა წუხილს, ობიექტურ კითხვასა თუ მითს, რომელიც ამ პერიოდში დაგროვდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პერიოდში ინსტიტუციის ყველა მოქმედებაში იყოს მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობა და საჯაროობა შემოტანილი, რომელიც პასუხს გასცემს იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, შეფასებებს ინსტიტუციის აფილირებასთან მმართველ პარტიასთან თუ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიმართებით. ჩვენ ვცდილობთ, დამატებით გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც არ დატოვებს სივრცეს იმისა, რომ ვინმემ თქვას, რომ ინსტიტუცია არის აფილირებული, მიკერძოებული და ა.შ.“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.