ჩვენი პირადი სანქცირება არ წარმოადგენს არაფერს, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ეხება - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

როდესაც საქმე სამშობლოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის საუკეთესო მომავალს ეხება, პირადი სანქციებით ქართველ პოლიტიკოსებს ვერ შეაშინებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ, რომელიც პიტერ სიიარტოს განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმაშფოთებელი და უსაფუძვლო უწოდა ბრიუსელის წინადადებას, ევროპული სანქციები დაუწესდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მაღალჩინოსან პოლიციელებს.

„როდესაც საქმე დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებთან, ჩვენი პირადი სანქცირება, დამერწმუნეთ, აღმასრულებელში იქნება თუ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს იმიტომ, რომ ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა უპირველეს ყოვლისა. აქ ყველაზე მთავარია მშვიდობიანად გავიაროთ ხელოვნურად დაორგანიზებული ეს დესტრუქციული ქმედებები“, - განაცხადა კირცხალიამ.