1745863963
ჩვენი პატიმრობის პერიოდში, ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები, სადაც მე მაგინებენ - ვანო მერაბიშვილი მაგინებს მე, იმიტომ, რომ შიმშილობა მქონდა გამოცხადებული - გიორგი აბდალაძე

ჩვენი პატიმრობის პერიოდში, ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები,სადაც მე მაგინებენ, ვანო მაგინებს მე, იმიტომ, რომ შიმშილობა მქონდა გამოცხადებული, მშრალ შიმშილობაზე ვიყავი, 5 დღე ვიშიმშილე, - ამის შესახებ "ფოტოგრაფების საქმეზე" 2011 წელს დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე გაიხსენა დაკავების ღამე და განაცხადა, რომ როდესაც მანქანაში ჩასვეს, გინება დაუწყეს.
"გამთენიისას რომ დაასრულეს ჩხრეკა, მანქანასთან ჩავედით. ტელეფონები ჩამოგვართვეს ყველას, ოჯახის წევრებს, ერთადერთი ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ გააგებინე, ხვალ ფიზიკურად გადაღებაზე ვერ მივალ და რედაქციის თანამშრომლებსაც უთხარი, რომ ასეთი მდგომარეობაა, დამაპატიმრეს-თქო. მანქანაში რომ ჩამსვეს, ხომ იცი, რაზეც დაგიჭირეთო - რაზე დამიჭირეთ, სისულელეა, აბსურდია, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა-მეთქი და დამიწყეს გინება. მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ერთი ეუბნება მეორეს რაციაში, ყველა დავიჭირეთო, მე მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. შინაგანად ვგრძნობდი, რომ სავარაუდოდ 26 მაისის თემაზე იქნებოდა ეგ ამბავი, იმიტომ, რომ ეს იმდენად მძიმე ფოტოებია, მსგავსი კადრები არ არსებობს, დარბევები უამრავი არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ასეთი სახის ფოტოები ასახული არსად არის." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.