1739198120
ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამსახურში - ლანა გალდავა
![ლანა გალდავა ლანა გალდავა](https://primetime.ge/uploads/files/2024/11/15/105124/lana-galdava_w_h.jpeg)
ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამსახურში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ ჩვენ, ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
გალდავას თქმით, როდესაც პარტნიორები საუბრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაზე, ისინი გამოდიან საუკეთესო მეგობრების პოზიციიდან.
"ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამსახურში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ ჩვენ - ქართველი ხალხი. როდესაც ისინი საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაზე, ისინი გამოდიან ჩვენი საუკეთესო მეგობრების პოზიციიდან. ცალკეული პირების და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მე, რა თქმა უნდა პასუხს ვერ გავცემ. მე ვარ მადლობელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმისათვის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ძლიერი პარტნიორები და მოკავშირეები არიან", - განაცხადა ლანა გალდავამ.
კოალიცია "ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ძალადობრივი და გამყალბებელი რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება.
"რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ერიკამ, ის, რომ დღეს, პროდასავლურ-ეროვნული ძალები და საქართველოს მოქალაქეები გამოთქვამენ პროტესტს ძალადობრივი და გამყალბებელი რეჟიმის წინააღმდეგ, ეს გაგრძელდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებას გააკეთებს ბატონი ეკრიკა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.