ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდა! - მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე გამოსცა
1758186059
საფრანგეთში დღეს დილიდან საყოველთაო გაფიცვა და დემონსტრაციები დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეები საფრანგეთის საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, სავარაუდოდ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია იქნება. დემონსტრაციებზე 800 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.
სტუდენტებმა და მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს საკუთარი სასწავლო დაწესებულებების პიკეტირება. ვრცელდება ინფორმაცია პარიზის გარეუბანში პოლიციასთან შეტაკებების შესახებ.
მედიის ცნობით, გაფიცვა ასევე გავლენას მოახდენს სკოლების, ტურისტული ობიექტებისა და ტრანსპორტის მუშაობაზე.