„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ, იდენტიფიცირებულები არიან და ვიცით, რომ "ქართული ოცნების" მომხრეები არიან, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ სიიდან საკუთარი თავი ამოღებული ხვდებოდათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" ამომრჩევლები "ნაცმოძრაობის" კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ, მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში", რის გამოც ხმის მიცემას ვერ ახერხებდნენ.
"კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ, იდენტიფიცირებულები არიან და ვიცით, რომ "ქართული ოცნების" მომხრეები არიან, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ სიიდან საკუთარი თავი ამოღებული ხვდებოდათ. ირკვეოდა, რომ ისინი "ნაცმოძრაობის" კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ, მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში. ხშირ შემთხვევაში, მათი ჩაწერის ადგილიდან და საარჩევნო უბნიდან მოშორებით. ანუ, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი რომ მივიდოდა თავის საარჩევნო უბანზე საბურთალოს რაიონში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ დანიშნული იყო სამტრედიაში, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ ხმის მიცემას. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.