1746733863
ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ირაკლი კობახიძე

"ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სენაკის საკრებულოზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციას არ აქვს არანაირი არგუმენტი და ე.წ. არგუმენტებით სამართლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებენ. დღეს არ ჩანს უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომაში. ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად.
სენაკის საკრებულოში სხდომის გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება დეპუტატების ნახევარზე მეტი, ანუ 33-ის ნახევარი არის 17. „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსი ამტკიცებს, რომ ეს არის არა 17, არამედ 16, ანუ მარტივ მათემატიკურ არცოდნასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში მათ მათემატიკა ძალიან კარგად იციან, თუმცა, რეალურად, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ სენაკში კოალიციის შეკვრის, რომ ცდუნებას ვერ გაუძლეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.