„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ჩვენი საარჩევნო დამკვირვებლების დელეგაცია ყველგან გამჭვირვალე პროცესის მომსწრე იყო, - წერს საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეს გალარცა, The Critic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისას გამოჩნდა, რომ ამომრჩევლები ახალ ტექნოლოგიებს კარგად იყენებდნენ, საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის ზრდის პარალელურად კი, ბევრ დასავლურ ქვეყანას შეუძლია საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციის გამოცდილება გაიზიაროს.
"ამომრჩევლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებისას, რის შედეგადაც დეცენტრალიზებული უბნებიდან თითოეულის შედეგი სკანირდებოდა და იგზავნებოდა თბილისში მათი 90 პროცენტის ხელით ხელახალი გადათვლისთვის. მაშინ, როცა გლობალურად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ეცემა, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას შეუძლია ისწავლოს საქართველოს საარჩევნო მოდერნიზაციისგან, რამაც წინა წლებში დაფიქსირებული შეცდომები მკვეთრად შეამცირა." - წერს გალარცა.
მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ შედეგის აღიარების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა დაუსაბუთებელი პრეტენზიები გააჟღერა, რასაც ევროპელ დიპლომატთა დიდი ნაწილი შეუერთდა.
ამის მიუხედავად, გალარცას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა გამოუცხადა, ისევე, როგორც მეზობელმა ქვეყნებმა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
"სხვადასხვა პან-ევროპულ ასამბლეასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) იძულებული გახდა დაეცვა არჩევნების შედეგის ვალიდურობა, ნაცვლად იმისა, რომ თავის რუტინულ უკუკავშირში ფოკუსირება მოახდინა გაძლიერებულ პოლარიზაციასა და მის გავლენაზე საზოგადოების ნდობაზე. ითამაშა რა გადამწყვეტი როლი 2020 წელს "ქართული ოცნების" გამარჯვებაში, როცა არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი და სამართლიანი, ეუთომ არსებითად, კიდევ ერთხელ დაადასტურა შედეგი. მიუხედავად ამისა, კვირას თბილისის დასავლური დიპლომატიური კორპუსის უმეტესობა შეუერთდა ზურაბიშვილს კონფლიქტურ გამოცხადებაში, როცა მან ისაუბრა "გაყალბებულ არჩევნებზე" და "რუსული გავლენის ოპერაციაზე", რომელიც "ხმის მოპარვას" გულისხმობდა. ჯერ კიდევ დაუდასტურებელი პრეტენზიები ვერ მიაღწევდა წარმატებას, რადგან უფრო მეტმა სახელმწიფომ აღიარა საქართველოს ნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მხარს უჭერს "ქართული ოცნების" სამშვიდობო პოზიციას და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. იგი ორშაბათს თბილისში ჩაფრინდა და პირველმა აღიარა შედეგი, მანამდეც კი, სანამ ამას საქართველოს სამხერთ კავკასიელი მეზობლები გააკეთებდნენ. სომხეთს და აზერბაიჯანს მეზობელი საქართველოს გარდა ტერიტორიული დავების გადასაჭრელად სხვა ადგილი არ აქვთ და ამიტომ დაინტერესებულნი არიან სტაბილურობით." - წერს ხორხე გონსალეს გალარცა.
გარდა ამისა, დამკვირვებელი წერს: "რისკი იმისა, ფერადი რევოლუცია გადაიზრდება რაღაც უფრო ბნელში, გამარჯვების მეტ შანსს უფრო "ცივ თავებს" აძლევს."
"თუ ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური მთავრობა მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს, მაშინ დასავლეთმა იმის ნაცვლად, რომ იგი რუსეთის ხელში ჩააგდოს, სარკე უნდა იყიდოს. ამავდროულად, მის შიგნით არსებულმა განსხვავებულად მოაზროვნეებმა, უნდა გააორმაგონ ძალისხმევა ევროპის შესაცვლელად და მასში საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად." - ვკითხულობთ სტატიაში, სათაურით "საქართველოსთან დაკავშირებით შეცდომაში შევყავართ?".