ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკური დისკუსიის საგანია. უწყება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპის დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები.
საქმე იმაშია, რომ ბიურომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნია- არგუმენტად დასახელდა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას.
ანტი კორუფციულ ბიუროს უკვე უპასუხა "აირჩიე ევროპამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ". ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დევნას.
პოლიტოლოგი, სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპა" დამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ახორციელებს ყველაფერს ისე, როგორც სხვა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია.
"როგორც კორუფციული ბიურო, ასევე სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებებით არღვევენ ფუნდამენტურ პრინციპს საქართველოს კონსტიტუციის, რაც არის გამოხატვის თავისუფლება და რაც არის პირადი ინფორმაციის დაცულობა. ჩვენ ყველაფერს ვახორციელებდით ისე, როგორც ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია. იქნებოდა ეს ბუკლეტი, კლიპი, იქნებოდა ეს სოციალური ქსელებში სხვადასხვა მასალის განთავსება. დავის ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არსებობის ერთადერთი გზა არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ამიტომაც, ხმა უნდა მივცეთ ყველა პროდასავლურ პარტიას,“ - აცხადეს ხათუნა ლაგაზიძე.
განცხადება გააკეთა პროფესორმა, სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპა" დამფუძნებელმა, ლელა ჯეჯელავამ.
"ქართული ოცნება ემიჯნება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. ის, რომ სრულიად აღრეულია ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური განცხადება, ეს მეორე საკითხია და ჩვენ ამაზე სამართლებრივად ვიდავებთ. რომ დაგვჭირდეს, წავალთ სტრასბურგშიც," - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.