ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივი წარმატება და ეს უზრუნველყო ვახტანგ გომელაურმა - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი წარმატება და ეს უზრუნველყო ვახტანგ გომელაურმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

მამუკა მდინარაძე პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურის მოხსენებას გამოეხმაურა.  

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაუსვა ხაზი ვახტანგ გომელაურის, როგორც უწყების ხელმძღვანელის, მნიშვნელოვან როლს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან საქმიანობაში.  

„ვახტანგთან დაკავშირებით არ დავმალავ და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, იმდენად ვაჟკაცი, პიროვნულად კარგი და პროფესიონალი ადამიანია,  ეს აისახება მისი სამსახურის მუშაობაზეც. ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი წარმატება და ეს უზრუნველყო ვახტანგ გომელაურმა, ამ მართლაც ვაჟკაცმა პროფესიონალმა, შესანიშნავმა ადამიანმა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ სისტემაში,  იციან პოლიციელებმაც და ძალიან მიხარია მათი განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ.  ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში პოზიტიური განწყობა გაძლიერებულია პირველი პირის თვისებებიდან  და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.  ეს პროფესიონალი ადამიანი საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს  სწორ მენეჯმენტს სისტემაში,  დანაშაულის აღმოფხვრას, დანაშაულის შემცირებას, ახალი გამოვლენილი დანაშაულებს ზრდას, მაგალითად, სტატისტიკურად დანაშაული თუ იზრდება ციფრობრივად რაღაცა ნაწილში, მაგალითად, ლატენტური დანაშაული,  ნარკოტიკული დანაშაული, ეს არ ნიშნავს, რომ ეს დანაშაული გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი გამოავლინეს. მაგალითად, ქრთამი ყველა ქვეყანაშია, კორუფცია, ეს ისეთი დანაშაულია, რომ სპეციფიურია, რომ ქრთამი აიღო ვიღაცამ და ეს გაუხსნელია, ასეთი  საქმეები არ დევს, გაუხსნელი საქმეები არ დევს, პრაქტიკულად ყველა გახსნილია ასეთი მიმართულებით იმიტომ, რომ გამოვლენა ხდება. ასეთი მიმართულებით არის ზრდა გამოვლენების. ასევე არის დანაშაულის შემცირების მაჩვენებელი. ეს ორი პოლიციური წარმატება არის  მეტწილად გმირ პოლიციელებზე დამოკიდებული, მაგრამ ასევე დიდად - ვახტანგ გომელაურზე, ხელმძღვანელზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.