პროექტმა "ემეგობრე პოლიციას", მოსახლეობაში, ახალგაზრდებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, გავაგრძელებთ და უფრო გავაფართოვებთ - ვახტანგ გომელაური

ემეგობრე პოლიციას

"ემეგობრე პოლიციას",  რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ეს ძალიან კარგი პროექტი იყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. 

"ემეგობრე პოლიციას",  რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ეს ძალიან კარგი პროექტი იყო. მოსახლეობაში, ახალგაზრდებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, გავაგრძელებთ და უფრო გავაფართოვებთ. ვფიქრობთ,  უფრო მეტი გაკეთდეს. ასევე. სკოლებში გვქონდა შეხვედრები ბავშვებთან, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად გაგრძელდება აუცილებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.