პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ვითხოვთ, წარმოდგენილი იქნეს უტყუარი დასტური იმისა, რაც განაცხადეს, ან უარყოს ეს ყველაფერი და სახელმწიფო დეპარტამენტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას როგორც უსამართლო, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ გადაწყვეტილებას, რადგან, სხვა მხრივ, აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ის განცხადებები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს, ასევე ის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც საქართველოს სასამართლოს სანდოობის კუთხით არსებობს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდება რომელსაც უყენებენ კონკრეტულ მოსამართლეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმ მოცემულობაში, სადაც საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით ძალიან მაღალ პოზიციებზეა, უსწრებს ბევრ ევროპულ ქვეყანას და პირდაპირ დაცლილია კორუფციისგან. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და ალოგიკური ხდება ის განცხადებები, რომელსაც სამწუხაროდ ვისმენთ.
„როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არა ერთი გადაწყვეტილებით პირდაპირ დაადგინა სააკაშვილის და ადეიშვილის მონაწილეობა სასტიკი ტირანული რეჟიმის და სისტემური დანაშაულების შექმნაში, სამწუხაროდ, არც ერთი განცხადება და დასანქცირება სახელმწიფო დეპარტამენტიდან არ გვახსოვს 2012 წლამდე. დღეს, როდესაც საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით არის მოწინავე ადგილზე და ქვეყნის მოსახლეობის 55% ენდობა სასამართლო ხელისუფლებას, ყოვლად უაპელაციოდ კეთდება ასეთი განცხადებები.
ჩვენ ვითხოვთ, წარმოდგენილი იქნეს უტყუარი დასტური იმისა, რაც განაცხადეს, ან უარყოს ეს ყველაფერი და სახელმწიფო დეპარტამენტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას როგორც უსამართლო, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ გადაწყვეტილებას, რადგან, სხვა მხრივ, აბსოლუტურად შეუსაბამოა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ის განცხადებები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს, ასევე ის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც საქართველოს სასამართლოს სანდოობის კუთხით არსებობს, როგორც კორუფციასთან მიმართებით, ისე დამოუკიდებლობის მხრივ.
სწორედ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი ხმამაღალი განცხადებები და ბრალის წაყენება კონკრეტული მოსამართლეებისთვის და კიდევ ერთი პირისთვის, რომელიც უკვე 6 წელია მოსამართლე არ არის, პირდაპირ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით და ამავდროულად უგულვებელყოფა და ნიველირება იმ მტკიცებულებებისა, რომელიც საერთაშორისო კვლევებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით, საქართველოს და მის სასამართლო სისტემას გააჩნია მსოფლიოში“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.