პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ფაქტებს ვყვებით, რომ დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას, მის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ამაზე ვერ ისაუბრებენ. წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები სიმართლეა და აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს, რაში მონაწილეობს და ვის მფარველობს ქალბატონი ელჩი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამოქვეყნებული წერილის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ წერილში დეტალურად არის აღწერილი ბოლო სამი წლის ფაქტები.
„როცა „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ევროპარლამენტიდან ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ზუსტად ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და იმ პროცესების არგამიჯვნა, რომლებიც წერილშია მოყვანილი. კითხვებზე, რომლებიც აქამდე იყო დასმული (და ახლაც ვაგრძელებთ ამ კითხვების დასმას) პასუხი ვერ მივიღეთ. ეს სამწუხაროა, თუმცა მთელი პროცესი გამოიკვეთა. ჩვენი გამიჯვნა „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე მივაწოდოთ, რადგან საშიშროებას ისევ ვხედავთ“. ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, ხელში იარაღი აიღეთ და ომში ჩაერთეთო. მთელი ეს პროცესი, რომელიც ბოლო 3 წელიწადშია აღწერილი, რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით, ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან. თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება, ყველაფერი იყო პირიქით მომართული, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთი, მაგრამ ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და ენჯეო სექტორის მიერ და ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს ფაქტი. ჩვენ ფაქტებს ვყვებით, რომ დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას, მის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ამაზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა, კიდევ ვთვლით, რომ წერილში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები სიმართლეა და აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს, რაში მონაწილეობს და ვის მფარველობს ქალბატონი ელჩი. როცა სამი წლის წინ დაწყებულ პროცესებზე ვსაუბრობ, როცა რუსეთი ემზადებოდა ინტერვენციისთვის, როცა უკრაინის სამხედრო მომზადება ხდებოდა, ასეთ სიტუაციაში ხელოვნურად აუცილებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ იყო დამოუკიდებელი მართვის სისტემით და ეს მთავრობა ვერ შეძლებდა უკრაინასთან ერთად ომში ჩართვას. ეს პროცესები ყველასთვის ნათელი იყო, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყო და ამისთვის ემზადებოდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, განსამარტია ელჩის ორაზროვანი განცხადება, როცა პირდაპირ მოუწოდებს, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა იყოს. აქ გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ომის თემატიკას. „უკრაინა ომშია, ერთად ყოფნაში რას გულისხმობს, ესეც განსამარტია, ორაზროვანია, ესე იგი ჩვენც ომში უნდა ჩავერთოთ? არც ერთხელ არ გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლებას, რომლის თანამდებობის პირები კვირა და დღე არ გავა, საქართველოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებდნენ. აქ გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ომის თემატიკას. ეს არის მთავარი. არავინ უნდა გაბედოს კულუარებში ნებისმიერ ხელისუფალთან მსგავს საკითხებზე საუბარი, ზედაპირზე სხვა ლაპარაკი და კულუარებში ის ზეწოლები, რომელიც იყო 43%-ზე, რიგგარეშე არჩევნების თემატიკაზე, როგორ არყევდნენ მთელი 6 თვე, არაფერს ამბობდა არც საელჩო და არც ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ეს არის მიზანმიმართული აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ყველაფრით ვის ასუსტებდნენ? ასუსტებდნენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინსტიტუტებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამას აღვნიშნავთ წერილში. ჩვენ არ მოვეშვებით. მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი როლი. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს საქართველო დღესაც და ხვალაც“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ფაქტებია მოყვანილი რა დროს რა ხდებოდა, მელიას გამოყვანა, რურუას გამოყვანა.
„ეს მათი მხრიდან იყო ზეწოლა, რომ პოლიტიკური კრიზისია და კარგი იქნებოდა დათმობა. იძულებითი ნაბიჯები გადადგა „ქართულმა ოცნებამ“. წერილის ბოლოში დღესაც მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მსგავსი ზეწოლები რომ აღარ განმეორდეს, ფრთხილად უნდა იყოს. ეს არის აუცილებელი გაფრთხილება ჩვენი საზოგადოების. შეხედეთ რას აკეთებს პარალელურ რეჟიმში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მთელი სამი წელი რა ქმედებებით იყო დაკავებული - კიდევ პარალელური რეალობა შექმნეს, მოწოდება, რომ სტატუსზე უნდა ემუშავა პარლამენტს, ისევ არაფერი ხდება მათ წინააღმდეგ, არც ერთი გამონათქვამი არ აქვს არც კელი დეგნანს, არავინ ემიჯნება იმ პროცესს. ამას ყველა ვხედავთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.