„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობაში იღებენ გადაწყვეტილებას და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ევროკავშირის მომავალს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ის პროცესი, რომელიც უკავშირდება რეფორმებს, - თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.
„რა თქმა უნდა არის მომენტები, როდესაც ქვეყანა ძალიან კარგად პოზიციონირებს, ან, შენელებულია, მაგრამ, ამას, ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს, საზოგადოება ვითარდება, რაღაც ეტაპებს გადის, ჩვენც გავდივართ პოლიტიკური ცხოვრების ეტაპებს, შესაბამისად, ამის საფუძველი, რომ დავაბრალოთ რაღაც მოვლენებს, ევროკავშირის 27 წევრის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, მე მგონი არ არსებობს არანაირად. აქ უფრო საუბარია იმაზე, ჩვენ რა გვინდა რომ მივიღოთ ევროკავშირისგან. ევროკავშირისგან გვინდა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის დაპირება, ანუ კანდიდატის სტატუსი, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის შემდგომ ტრანსფორმაციასთან, შემდგომ რეფორმების პროცესთან და ეს რა თქმა უნდა ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.