დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
"ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია - ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ისინი მოქალაქეებს.
მაგალითად, სახელმწიფო თავად ყიდულობს და პაციენტებს უზრუნველყოფს იმ ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა წარმოების უფლება, სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ არ აქვთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.
"არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.
კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე - სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება - ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.