ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მინდა, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ, რომ საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის.
„მინდა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის.
დღეს საქართველოს პერსპექტივა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. აჩქარებული ევროპული ინტეგრაციის გზა. გვინდა, ხელი გამოგიწოდოთ და ამ გზაზე დემოკრატიის, თვითდამკვიდრებისა და თავისუფლების გზაზე შემოგთავაზოთ, რომ ერთად ვიაროთ. ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით მოიპოვება. ეს გზა განვლილი გვაქვს, მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, მრავალეთნიკურობა, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობისგანუყოფელი ნაწილია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინებაც თუ არა, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება. ამას ვუსურვებ სრულიად საქართველოს ამ 9 აპრილს, დიდებულ დღეს. გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.