კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. მარიამ ქვრივიშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა, სადაც საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობას. ისაუბრეს ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
"ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური დღის წესრიგის ძირითადი ასპექტები, ასევე ტურიზმის საკითხები და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ბარიერების შემცირება განვიხილეთ. ჩვენ დადებითად, ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობებს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში სრულიად ახალ ეტაპზე გადავალთ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კარგი პლატფორმა იქნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის“, - აცხადებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი.