1695388324
ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით - პრეზიდენტი

„ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, „ევროპალიაზე“ სწორედ აღნიშნული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი გზავნილი, მაგრამ თემა „მიჩქმალულია“ და „დიდად არავინ საუბრობდა“.
„[კანდიდატის] სტატუსისთვის ყველაფერი არის გასაკეთებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით ჩვენი გზავნილები ევროპაში. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით. ეს არის ის, რაც უნდა ყოფილიყო ევროპალიაში ჩვენი მონაწილეობის მთავარი გზავნილი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ არავინ დიდად არ საუბრობს, რაღაც მიჩქმალული არის ეს თემა. როცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის. მინდა ყველა მონაწილეს მოვუწოდო და ამას კიდევ სხვა ფორმით გავაკეთებ, გვქონეს ეს განაცხადი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ჩვენი ევროპალიის ღონისძიებების სათაური, რომ საქართველო ევროპა არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ბიჭი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა
VIDEO: ბუბა ჭოღოშვილის და მომღერალი ნანკა გვარიშვილის წყვილის ოჯახური იდილია სოფელში