„ჩვენ ამ ქვეყნის სასიკეთო საქმის მეტი არაფერი გვიკეთებია, როგორც ჩანს, პაპუაშვილი საკუთარ თავზე საუბრობს“ - ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც ის "გამრუდებულ დიპლომატიაზე" და დონორი ორგანიზაციების დანაშაულებზე საუბრობდა, პოლიტიკური დისკუსიის საგანია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

საზოგადოებრივი პლატფორმის, "საქართველოს ევროპული ორბიტა" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ სიკეთე მოუტანია.

"ჩვენ ამ ქვეყნის სასიკეთო საქმის და ამ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვის მეტი არაფერი გვიკეთებია, ამიტომ საკუთარ თავზე საუბრობს, როგორც ჩანს, პაპუაშვილი," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.