1732386875
ჩვენ ახალი კანონი არ შეგვიქმნია, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იმავე პრინციპებზე დაფუძნებით უნდა დავაინიციროთ- ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს დელოგარქიზაციასთან დაკავშირებით ახალი კანონი არ შეუქმნია და ის არის უკრაინული მოდელის ანალოგი. ანრი ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება დადებითად იქნება შეფასებული ევროპელი ლიდერების მხრიდან.
"ჩვენ სწორებას ვაკეთებთ, რომ ეს პუნქტები შესრულდეს და ჩვენს სწორებას ვაკეთებთ ევროპულ სტრუქტურებზე. თუ მათი მხრიდან მოწონებული იქნა ეს მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი პოზიტიურად უნდა იყოს შეფასებული ჩვენთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ახალი კანონი არ შეგვიქმნია, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იმავე პრინციპებზე დაფუძნებით უნდა დავაინფიციროთ. ლოგიკა მარტივია, რომ ევროპული სტრუქტურები პოზიტიურად უყურებენ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს უკრაინაში და ჩვენს გვაქვს იმედი, რომ იგივე მოდელი დადებითად იქნება შეფასებული,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ოპოზიციის იმ ნაწილს არ უნდა, რომელიც იძახდა, რომ დეოლიგარქიზაცია არის ქართული პოლიტიკის პრობლემა.
"ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, პირდაპირ გადმოვთარგმნეთ და წარვადგინეთ იმისთვის, რომ სამუშაო ჯგუფმა ამ კანონის საფუძველზე შექმნას მისი ქართული ანალოგი. მართალია ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა, იმ ნაწილმა, რომელიც აქამდე სულ ამტკიცებდა, რომ ოლიგარქიზაცია არის პოლიტიკის პრობლემა- დღეს რატომღაც უარი განაცხადა ამაზე და თქვეს, რომ მოდი გავაუქმოთ. ჩვენ შევპირდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ და ვიმუშავებთ ამის მიღებაზე,"- აცხადებს ბექა დავითულიანი.