1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის განაცხადებით, ზოგადად, ადამაინისთვის ოლიგარქის სახელის მინიჭება კანონში არსებული პუნქტების მიხედვით ხდება.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კრიტერიუმები ზუსტად ერგება დავით კეზერაშვილს.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, არა ერთი, არამედ რამდენიმე პუნქტია, მათ შორისაა ქონების მოცულობა და ყველას ერთობლიობის შემთხვევაში ხდება ადამიანისთვის ოლიგარქის სახელის მინიჭება. მედიის ფლობა, პოლიტიკაზე გავლენა, ქონების მოცულობა და ბევრი სხვადასხვა პუნქტია. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, კრიტერიუმებში ზუსტად ჯდება ერთი ადამიანი, ისიც ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით და ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით. ეს გახლავთ ბატონი დავით კეზერაშვილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.