ჩხიკვიშვილი: მერია ოზურგეთში ორგანიზაციულ რეფორმას აუდიტის დასკვნების გათვალისწინებით ატარებს და არა პოლიტიკური ნიშნით - ეს რომ ასეა, თავად მერიის თანამშრომლები და ოპოზიცია ადასტურებენ

ჩხიკვიშვილი

,,მერია ორგანიზაციულ რეფორმას აუდიტის დასკვნების გათვალისწინებით ატარებს და არა პოლიტიკური ნიშნით - ეს რომ ასეა, თავად მერიის თანამშრომლები და ოპოზიცია ადასტურებენ, რომლებიც ამბობენ რომ “აგერ მაგალითად სხვა ოპოზიციონერები არ გაუშვიათ სამსახურიდანო, ” – ასე ეხმიანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი ,,ტვ პირველის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.

,,მერია ორგანიზაციულ რეფორმას აუდიტის დასკვნების გათვალისწინებით ატარებს და არა პოლიტიკური ნიშნით - ეს რომ ასეა, თავად მერიის თანამშრომლები და ოპოზიცია ადასტურებენ, რომლებიც ამბობენ რომ “აგერ მაგალითად სხვა ოპოზიციონერები არ გაუშვიათ სამსახურიდანო”… ასევე, ღია ჩვენებას აძლევენ “ტვ პირველის” ეთერით, რომ როგორც საჯარო მოხელეები საარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, რაც კანონდარღვევაა.

სხვათა შორის, იგივე თქვა საარჩევნო კამპანიის დროს სასამართლომაც, რომელმაც მაშინდელი მერი კონსტანტინე შარაშენიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილა. ნაცმოძრაობის ადგილობრივი “ლიდერები” შეწუხებულნი არიან, სამსახურიდან რატომ არ გაგვიშვესო ნაცების პროგრამულმა კოდმა აურია როგორც ჩანს. შესაცვლელები არიან. ისევ თათია თუ უშველით’’ - წერს ჩხიკვიშვილი facebook - ზე.