"ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ" - ნიკა მელია გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება

მელია

"არ შეიძლება ამ ბრძოლის შენელება და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ",  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" დამფუძნების, ნიკა გვარამიას მიმართ პატიმრობის მისჯის შესახებ განაცხადა.

"არ არის მარტივი ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ არათუ შესაძლებელია, არამედ ასე მოხდება. ხვალაც რომ დაემატოს, ზეგაც რომ დაემატოს პოლიტიკური პატიმარი ამ გრძელ სიას, ჩვენ უნდა გავმხნევდეთ და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ. აი, ეს არის ის, რაც ახლა ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს თავებში, რომ წუწუნისა და ჭირისუფლობის დრო არ არის, არის ბრძოლის დრო",-  თქვა "ფორმულასთან" მელიამ. 

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა

სხვა სიახლეები