პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართული წარმომავლობის უკრაინელი პოლიტიკოსის დავით არახამიას ბოლო განცხადებას, რომ ქართული დელეგაცია უკრაინაში ფასადურად იყო ჩასული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
არახამიას ამ განცხადებას პოლიტიკის ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც გამოეხმაურა.
როგორც ზაქარეიშვილი „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ამბობს, არახამია სხვა ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
„არახამია არაფერი არ არის. ეს არის „ქართული ოცნების“ უბედურება და არა არახამასი. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მიხედოს თავის სახელმწიფოს. არახამია ვინ არის, რომ გვკარნახობს, ჩავრთოთ თუ არა ზელენსკი პარლამენტში. დღის წესრიგი აქვს თურმე, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ჩემთვის მიუღებელია არახამიას ასეთი უტიფრობა და სილაჩრე..
მე მაინტერესებს რას აკეთებს ჩემი მთავრობა აქ. მართლაც საჭიროა, რომ ზელენსკი იყოს ჩართული და მიმართოს პარლამენტს“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.