ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის კუბოში - მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი

ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის კუბოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ჩამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

„იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ. ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ხალხში იმედია როგორც არასდროს, “- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.