იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
ლევან დავითაშვილი აშშ-ის საელჩოს ქარდებს გამოეხმაურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა მწუხარება გამოთქვა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში უთანხმოების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მალე შეიცვლება.
„სამწუხაროა ჩემთვის, როდესაც ვხედავ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არსებობს გარკვეული არც თუ დადებითი ტენდენციები. ჩემი დიდი სურვილიც და მოლოდინიც არის, რომ ეს დაძაბულობა შეიცვლება, გადავა ტრადიციულ კონსტრუქციულ რეჟიმში და ჩვენ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ სრულფასოვანი პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აცხადებს დავითაშვილი.