ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი - ჩიქოვანი

irakli chiqovani

ოპოზიცია მორიგ ჯერზე ცდილობს უსაფუძვლო ტყუილებითა და დეზინფორმაციით დააზიანოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთლიანად სახელმწიფო, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრემიერის ვიზიტი ძალიან წარმატებული და შედეგიანი იყო.

„ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა, სადაც საუბარი ეხებოდა იმ მთავარ საკითხებს, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს - ეს არის ევროპული ინტეგრაცია. პოზიტიური გამოხმაურებები და შეფასებები ნახეთ. მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მიმართ დეზინფორმაციული კამპანია. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მათი მიზანია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ იყოს პოზიტიური შედეგები, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ კონსოლიდირებული მონდომებით ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს პროგრესი. ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.