წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. დიპლომატები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ, დაგეგმილია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ონლაინ ჩართვა.
დღის წესრიგშია ასევე ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში, სირიასა და ირანში არსებული სიტუაცია, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა.
სამიტს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.