პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში, რუსეთის სტრატეგიის შესახებ დებატები გაიმართა. პარლამენტარებმა დებატების განმავლობაში ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებზე.
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დებატების დროს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ყირიმში რუსეთის გრძელვადიან ქმედებებს მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთთან მიმართებით მოკლევადიანი ქმედებებით შემოიფარგლება. მინისტრმა დასავლეთის ეს პოზიცია „ნამდვილად დამაფიქრებელ” საკითხად დაასახელა, ხოლო რუსეთის ქმედებები, მნიშვნელოვან პრობლემად. „დასავლეთი, როგორც ჩანს რუსეთთან მიმართებით მოკლევადიან პერსპექტივაში მოქმედებს, ხოლო რუსეთი, როგორც ეს საქართველოსა და ყირიმში აქამდე მისმა ქმედებებმა აჩვენა, მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ. როგორც ამ დებატებმა გამოკვეთა, რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებები იწვევს მნიშვნელოვან შეშფოთებას“-განაცხადა კრის ჰიტონ-ჰარისმა.
პარლამენტარ დემიენ მურის განცხადებით, საკუთარი მიზნების მისაღწევად რუსეთი მზადაა დაარღვიოს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა. დემიენ მურმა მაგალითად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მოიყვანა, როგორც ადრეული ინდიკატორი. „უკრაინაში 2014 წლის მოქმედებები და ტრაგიკული ეფექტები იმ ომის, რომელიც დღესაც მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში, გვიტოვებს ეჭვს, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად მზად არის, კვლავ დაარღვიოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, რათა გააღრმაოს თავისი მიზნები. ეს აჩვენა 2008 წელს, საქართველოში ხუთ-დღიანმა ომმაც. მე ასევე გამოვთქვამ დიდ შეშფოთებას რუსეთის მიერ კიბერსივრცეში განხორციელებული ქმედებების მიმართ.“-განაცხადა მურმა.
პარლამენტარ ალეკ შელბრუკის მოსაზრებით კი, დებატების განმავლობაში მთავარი ფოკუსი იყო გეოპოლიტიკურ შედეგებზე რუსეთის სტრატეგიის გავლენაზე და არ დაეთმო შესაბამისი ყურადღება რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი ასპექტები - მკვლელობები რაც ხდება საქართველოში, ყირიმში, დონბასსა თუ სხვა რეგიონში.
„ერთი რამ რაც გადაიხედა დღევანდელ დებატში არის ის, რომ ჩვენ ვისაუბრეთ გრანდიოზული სტრატეგიის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, მაგრამ, ჩვენ არ გვისაუბრია იმ მკვლელობების შედეგებზე, რომელიც ხდება იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს აქვს აგრესიული გავლენა, იქნება ეს : საქართველო, ყირიმი, დონბასი თუ სხვა რეგიონი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ადეკვატურად შევაფასოთ დღევანდელი სიტუაცია.“-განაცხადა ალეკ შელბრუკმა.