1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი როცა გამოდის, ვფიქრობ, რომ თითოეული სიტყვა უფრო მეტად უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. ჩვენ ხომ ამ კანონის მიმართ სამივე მოსმენით საბოლოო მხარდაჭერა არ დაგვიფიქსირებია და ვენეციის კომისიას ველოდებით? ქვეყნის შიგნით არის პიარული თავხედობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონი ითარგმნა და ამბობენ, ეს რუსულია. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ამომრჩეველს ჰკადრონ, რომ პირდაპირი თარგმანიც რუსულია. აქ ხომ დგახართ და ხომ ვარ, ნედ პრაისმა რომ თქვას, არ ვართ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ? როგორ, ეს ადამიანი იტყუება, როგორ, ის? სახელებსა და გვარებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, ტყუილი და მართალი რა არის. „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება. სათაურზე თუ ვერ ვთანხმდებით, ეს ვთქვათ, თუ შინაარსის პრობლემაა, ესეც დავადასტუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ვინმე თუ ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული კანონპროექტი, ის, უბრალოდ, ცრუობს.
„ვინმე თუ ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, უბრალოდ, ცრუობს. განცხადებებში გამოხატული ტურბულენტობები შეიძლება იყოს, მაგრამ როცა რომელიმე კანონპროექტზე იქნება შედეგი და აღმოჩნდება, რომ მიზანია მხოლოდ გამჭვირვალობა, როგორ შეიძლება, შემდეგ ვინმემ დაანონსოს პროექტიდან გასვლა ან ბენეფიციართან თანხის არმისვლა. არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჯერებენ, რომ მათ დაფინანსება შეუწყდებათ და ისინი ხელფასების გარეშე დარჩებიან. ეს არის ცალსახა პროვოკაცია და ტყუილი. ბოლოს, როცა ამ პიარული თავხედობიდან გამოვლენ, ნახავენ, რომ შავით თეთრზე დაწერილი დარჩება მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი და ამით არცერთი ბენეფიციარი ვერ და არ დაზარალდება. ქვედა დონეზე კამპანიაა ჩაშლილი, რომ დაფინანსება შეუწყდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.