ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.
წამყვანმა ჰკითხა, რამდენად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ის გარემოება, რომ სახელმწიფო მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან ერთად, მსხვილი და სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერასაც გეგმავს.
„დღეს ფართო საზოგადოებას პრემიერთან და ვიცე-პრემიერთან ერთად წარვუდგინეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ბოლო 12 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფო დაეხმარა არაერთ მცირე და საშუალო მეწარმეს და პრეზენტაციისას ეს მექანიზმები მიმოვიხილეთ. შეჯამების სახით რომ გითხრათ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, მხარი დაუჭირა 20 ათასზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს, საიდანაც განახორციელეს 8.5 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და დაასაქმეს 90 ათასზე მეტი ადამიანი.
ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. 2014-დან 2025 წლამდე ეკონომიკის მოცულობა 3.3-ჯერ გაიზარდა და 2025 წლის მონაცემებით, 104 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა გაბრიაძემ.